„კეთდება მერეთი, ზარდიაანთკარის გზის მოასფალტება მიმდინარეობს…“

საპარლამენტი უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა:

-„ვისაც აინტერესებს: საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების უმრავლესობა უწყლოდ და უგაზოდ იყო დატოვებული. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაზი ყველა სოფელშია შეყვანილი და უფასოდაა გაკეთებული დაქსელვა; 19 სოფელში დიდი სიღრმის წყლის ჭაბურღილები და შემკრები რეზერვუარებია დასრულებული, კიდევ 17 ჭაბურღილი უახლოეს პერიოდში გაკეთდება“.

რა კეთდება საზღვრისპირეთში და ახლა, არჩევნების წინ მაინც თუ მიდიან მოსახლეობასთან ხელისუფლების წარმომადგენლები? ამ კითხვით ჩვენ მერეთის მცხოვრებს, მარინა კობალაძეს დავუკავშირდით.

– ბოლო წლებში მოხდა საზღვრისპირა სოფლების გაზიფიცირება და დაქსელვა უსასყიდლოდ…ელექტრო გამხიცხველიანება დარჩენილი სოფლების!…დაამატეს ჭაბურღილებიც…რეაბილიტაცია გაუკეთდა საბავშვო ბაღებს!..სოფლებში გაკეთდა გარე-განათებები!…ჩვენს სოფელში მიმდინარეობს სამელიორაციო სამუშაოები რათა მოხდეს ოკუპაციის გამო დარჩენილი ტერიტორიების გასარწყავება…აშკარად ბევრი გაკეთდა მოკლე დროში…გზები..რუ-სანიაღვრე სოფლის რუ ბეტონის ფილებით კეთილმოეწყო.

მერეთში გასულ კვირას პარლამენტართა დიდი დელეგაცია იმყოფებიდა. იყვნენ სპორტის,ახალგაზრულ საქმეთა კომიტეტის მთელი შემადგენლობა – ხაბარელი,ხუბულური,ყაველაშვილო,გედი ფოფხაძე და სხვები. ადგილობრივი ხელისუფლება…გუბერნატორი..მუნიციპალიტეტის გამგებელი…ბევრი სხვანი..შეგპირდნენ სოფელში სპორტული მოედნის კეთილმოწყობას..საჭიდაოს,,კალათბურთის, ფრენბურთის ,ფეხბურთის მოედნების მოწყობას…ჩვენთან ესაა სიახლე..კეთდება მერეთი, ზარდიაანთკარის გზის მოასფალტება მიმდინარეობს“-გვითხრა მარინა კობალაძემ.

კარგია და სასიამოვნოა, როცა რაღაც კარგს აშუქებ, მაგრამ აქვე ბატონ გიას მინდა მივმართო, რომ სხვებსაც უთხრას და იქნებ ეს პრობლემაც მოგვარდეს არადა სურვილია, თორემ პრობლემა ნამდვილად მოგვარებადია.

მერეთში რომ ვიყავით, ერთი მიტოვებული სკვერი ვნახეთ, სადაც ძეგლი დგას-ქართველი დედა, რომელიც  აძლევს  შვილს ხმალს და სამშობლოს სადარაჯოზე უშვებს. ვუყურებდი ამ ადგილს და ვფიქრობდი, კარგი იქნება ახალგაზრდები თუ მიხედავენ, ბალახს მოცელავენ, გამხმარ ხეებს მოჭრიან…მერე მივხვდი, რომ იქაურებს სტიმული სჭირდებათ…არ ვიცი რატომ, მაგრამ დარწმუნებული ვარ სტიმულის მიმცემებიც გამოჩნდებიან…