ყველა პირობა გვაქვს იმისა, რომ ქვეყანაში შევქმნათ სამუშაო ადგილები (ვიდეო)

ცეზარ ჩოჩელმა ამომრჩეველთან შეხვედრები დაიწყო. ის დუშეთის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.

-ღმერთმა გვიბოძა ისეთი მიწა-წყალი, რომ ქვეყანაში ბაღნარი შევქმნათ

გეგმები ძალიან დიდი გვაქვს, მაგრამ საჭიროა რომ იტყვიან ერიც და ბერიც ერთად დადგეს ქვეყნის განვითარებისთვის და ხალხის კეთილდღეობისთვის. დღესაც შემოგვჩივლეს პენსიონრებმა, პენსიის წინასწარი აღების დროს 36% ეჭრებათ, ჯერ ისედაც რა პენსია აქვთ და კიდევ თანხის დაკლება ძალიან მძიმედ აისახება.

ყველა პირობა გვაქვს იმისა, რომ ქვეყანაში შევქმნათ სამუშაო ადგილები და მოქალაქეებს არ უწევდეთ ემიგრაციაში წასვლა-ამბობს ცეზარ ჩოჩელი.