” სარაკეტო დარტყმები არის სათანადო და საჭირო პასუხი სირიაში…”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს Twitter-ზე ეხმიანება.

„აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სარაკეტო დარტყმები სირიაში ქიმიური იარაღის საშუალებებზე, არის სათანადო და საჭირო პასუხი სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმაზე.

ქიმიური იარაღის გამოყენება დაუშვებელია და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“ – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებაში.