ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ორშაბათს დააწესებს

 CBS News ნიკი ჰეილის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ორშაბათს სირიაში შექმნილი მდგომარეობის გამო ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას დააანონსებს.

დიპლომატის განცხადებით სანქციებზე ორშაბათს აშშ-ს ფინანსთა მინისტრი ისაუბრებს. მისივე თქმით სანქციები შეეხება იმ კომპანიებს, რომლებიც უფრო მეტად ტექნოლოგიებზე და ტექნიკის  მიწოდებაზე მუშაობენ.