“11 აპრილს ივანიშვილს უკმაყოფილო ადამიანები სახალხო ტყვეობაში მოაქცევენ”

“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ე.წ. “წითელჟილეტიანების” აქცია 11 აპრილს სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გაიმართება.

მისი თქმით ხელისუფლების მოქმედებით უკმაყოფილო ადამიანები “ივანიშვილის სახლთან ყველა მისასვლელს გადაკეტავენ, და მას სახალხო ტყვეობაში მოაქცევენ”.