პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის ნახევარ მილიონამდე ლარის გადახდა მოუწევს

სხვადასხვა უწყებაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სწავლობს. არასამთავრობო ორგანიზაციას მომზადებული აქვს სტატისტიკა.

„გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 2017-2018 წლებში მათმა ორგანიზაციამ 70-მდე ადამიანისთვის თანამდებობებზე აღდგენის შესახებ სასამართლო დავა მოიგო.

2 წლის განმავლობაში სახელმწიფოს კომპენსაციის სახით, დაახლოებით, 2 მილიონამდე ლარი უნდა გაეცა. თანხების ნაწილი უკვე გადახდილია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის ნახევარ მილიონამდე ლარის გადახდა მოუწევს, საუბარია იმ თანამშრომლებზე, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისა და რეორგანიზაციის შემდეგ თანამდებობები დატოვეს.