„ბასკონიას“ მეფედ წოდებული კალათბურთელი და მომავალი ჩემპიონები მე-100 სკოლიდა ნ (ვიდეო)

სსიპ ქალაქ თბილისის N100 საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით “კალათბურთი ჩვენი ცხოვრების ნაწილია”, სადაც პირდაპირ ჩაერთო ესპანეთის გუნდ „ბასკონიას“ კაპიტანი, მეფედ აღიარებული თორნიკე შენგელია.

უნდა აღინიშნოს, რომ სკოლას ჰყავს საკმაოდ წარმატებული კალათბურთელ გოგონათა ნაკრები, რომლებიც შარშან გახდნენ საქართველოს ჩემპიონები და უახლოეს მომავალში მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზებენ.

პირდაპირი ეთერი მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. თორნიკემ გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და კალათბურთელთა გუნდმა მისგან რჩევა-დარიგებები მიიღო. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი დღე ჩვენი ნაკრებისთვის, რადგანაც მათთვის ისეთი კალათბურთელი როგორიც თორნიკე შენგელია არის მაგალითი და მოტივატორი მომავალი წარმატებისათვის.