“პარლამენტმა პრეზიდენტთან ერთად უნდა გაიზიაროს პასუხიმგებლობა ტრაგედიის გამო”

“მემარცხენე ალიანსი” განცხადებას ავრცელებს:

-“მემარცხენე ალიანსის” ლიდერებმა და პარტიის იურიდიულმა სამსახურმა ჯერ კიდევ შარშან შევიტანეთ საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შეწყალების კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

ჩვენი შესწორებებით პრეზიდენტის ეს ჰუმანური აქტი ხდებოდა სამართლებრივად უფრო რაფინირებული. სამწუხაროდ პარლამენტმა რეგლამენტის დარღვევით დღემდე არ განიხილა ჩვენი საკანონმდებლო წინადადება, რითიც პრეზიდენტთან ერთად გაიზიარა პოლიტიკური და მორალური პასუხიმგებლობა, რომელიც დადგა მრგვალ ბაღთან მოკლული ახალგაზრდა ქალბატონის ტრაგედიის გამო.

მოვუწოდებთ პოლიტიკური თანამდებობის პირებს იყვნენ მეტად ყურადღებიანები და გულისხმიერები, ამას მათ კანონი ავალდებულებთ.