ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

მას მერე, რაც მერაბ ქვარაია ზუგდიდში „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიატრი დეპუტატობის კანდიდატი გახდა, მან ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა და უფლებამოსილება მოიხსნა საკრებულოს წევრობიდან. როგორც თავად განაცხადა,  ეს გადაწყვეტილება პარტიაში კონსულტაციების შედეგად მიიღო.

,,დავტოვე საკრებულოს წევრობაც, ვინაიდან საარჩევნო კომისიას მიეცეს შესაძლებლობა ვადების დაცვით გამოცხადდეს შუალედური არჩევნები და ჩემი  მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველმა აირჩიოს ახალი წარმომადგენელი ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში.”

მან გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა საკრებულოს თითოეულ თანამშრომელს, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ა.ა.ი.პ-იებს და მედიას.

მერაბ ქვარაიას მოვალეობას დროებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე “რესპუბლიკელი” გიორგი თოდუა შეასრულებს.

 

კომენტარის დატოვება