კალაძე თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტს წარადგენს

20 აპრილს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“, დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტს წარადგენს.

პრეზენტაციაზე, პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე საზოგადოებას ღამის ეკონომიკის კონცეფციას დეტალურად გააცნობს და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებს.