„მთავრობა! დააკანონეთ გაჟონვის აღმომჩენი დეტექტორების სავალდებულო მონტაჟი!“

F-news

მირიან ყარაულაშვილი

ექსპერტი

„…სამი ადამიანი გარდაიცვალა საკუთარ ბინაში, საკუთარ კერიას თავშეფარებული, მრავალი ადამიანი ტრავმირებულია და მათ გადასარჩენად მიდის ბრძოლა!!!

 და ვისი დანაშაულით მოხდა ეს ყველაფერი?!

 იტყვით ალბათ: „ყაზტრანსგაზ თბილისის“!!!

 მაგრამ, ვინაა ამ კომპანიის მფლობელი დღეს?

 ნახავთ საჯარო რეესტრში ამონაწერს და ვერაფერსაც ვერ გაიგებთ:

 – თურმე მფლობელია სადღაც .. ოფშორშიმარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანიავოლთბეი“!!!

 ვინაა მისი მფლობელი, ვინაა პიროვნულად პასუხისმგებელი ამ ტრაგედიაზეაი, ესაა უპირველესად გასარკვევი გამოძიების დაწყებისთანავე!!!

 პასუხი მხოლოდ რიგითმა მეისრემ არ უნდა აგოს!!!

 პასუხი უნდა აგოს კომპანიის მეპატრონემ და უმაღლესმა მენეჯმენტმა!!!

 სასწარაფოდ უნდა გასაჯაროვდეს .. ოფშორში დრეგისტრირებული კომპანიის მფლობელები, რომ ქართველმა ხალხმა იცოდესვინაა მათი მკვლელი!!!

მივმართავ პარლამენტს:

სასწარაფოდ , პირველივე საპარლამენტო სესიაზე დააკანონეთ საცხოვრებელ და სხვა სათავსოებში ბუნებრივი და ე.წ. “გათხევადებული გაზის” (პროპანი, ბუტანი) გაჟონვის აღმომჩენი დეტექტორების აუცილებელი , სავალდებულო მონტაჟი!!!

გადაიტანს როგორმე ერთი ოჯახი დამატებით ოცი-ოცდაათი დოლარის ხარჯს!

ან , უფრო უკეთესი- დააფინანსოს მთავრობამ დეტექტორების შეძენა-მონტაჟის ხარჯები მოსახლეობისთვის !!!

იქ, სადაც არ იქნება დეტექტორი დამონტაჟებული – დააწესეთ უმაღლესი ჯარიმები!!!

ეს ღონისძიებები მთლად ვერ აღმოფხვრის, მაგრამ მნიშვნელოვნად შეამცირებს გაზის გაჟონვით გამოწვეული უბედური შემთხვევების რაოდენობას და მათ მძიმე შედეგებს“