ბაგა-ბაღებში მოქმედ მენიუში კორექტირება შედის

თბილისის ბაგა-ბაღების  სააგენტოსა  და  ჯანდაცვის  სამინისტროს  ექსპერტის  ერთობლივი  მუშაობის  შედეგად,  მიღებული იქნა გადაწყვეტილება საბავშვო ბაგა-ბაღებში  მოქმედ  მენიუში  გარკვეული  კორექტირების  შეტანის შესახებ.

აღსაზრდელების მშობელთა ინტენსიური მოთხოვნისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ასევე ბაღების ადმინისტრაციების მოთხოვნის საფუძველზე,  რაც  ძირითადად  ეხებოდა  იმ  ფაქტს,  რომ  2018  წლის  იანვრიდან შემოსულ  ახალ  მენიუში  შეტანილი  რამდენიმე  კერძი  არ  აღმოჩნდა აღსაზრდელების  უმეტესი  ნაწილისათვის მისაღები, კალორიულობისა და დღიური ნორმების დაცვით, ასევე ინგრედიენტების შენარჩუნებით,განხორციელდა კორექტირება კვებით რაციონში.  მუშაობა მიმდინარეობდა ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტის ჩართულობით.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული კორექტირების მიუხედავად, მენიუ სრულად შეესაბამება მთავრობის N487-ე დადგენილებას.უბრალოდ მოხდა ინგრედიენტების სხვაგვარი გადანაწილება.

(არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ვერც ერთი მენიუ ვერ იქნება 61 500-ივე  აღსაზრდელისათვის  მისაღები  და  100%-ით  მოსაწონი,  თუმცა  კარაქიანი პური  ის  ნაწილია  საუზმის,  რომელსაც  ბავშვების  უდიდესი  ნაწილი  მიირთმევს).