„როგორც გინდა შენ მოგექცეს ადამიანი, ისე მოექეცი მას შენ!” (ვიდეო)

ცამეტი წმინდა  ასურელი მამის მონასტრის წინამძღვარი, ასირიელი მღვდელი მამა სერაფიმე გვირჩევს: –

„როგორც გინდა შენ მოგექცეს ადამიანი, ისე მოექეცი მას შენ! ეს მაცხოვრის სიტყვებია. ხომ გინდა, რომ შენ კეთილად მოგექცნენ, ამიტომ შენც მოექეცი კეთილად. შური, ბოროტება…ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობს სიკეთე. ძველ აღთქმაში ღმერთის შესახებ ვერსად ვერ ვკითხულობთ, რომ ის არის სიყვარული. არის ერთი ადგილი-იყო წყალდიდობა და არ იყო იქ ღმერთი, იყო ქარიშხალი და არ იყო იქ ღმერთი, იყო ცეცხლი და არ იყო იქ ღმერთი, იყო სიო და იქ იყო ღმერთი… ადამიანი, როცა თავის შინაგან მდგომარეობას მოაწესრიგებს, ჩვენი სული თავისი წარმოშობით არის ქრისტიანი, ის ეძებს სიმშვიდეს, სიმშვიდე კი ღმერთშია. ყველას გისურვებთ მოიპოვოთ სიმშვიდე, ოღონდ ღმერთში!“