“მნიშვნელოვანია კარგი საქმის გარშემო თაობების გაერთიანება”

საბურთალოს მაჟორიტარმა დავით უთმელიძემ “დედამიწის დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებაში ახალგაზრდებთან ერტად მიიღო მონაწილეობა. ის 203-ე საშუალო სკოლას ესტუმრა და ნერგები მოსწავლეებთან ერთად დარგო.

-„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია კარგი საქმის გარშემო თაობების გაერთიანება. ძალიან კარგი და პოზიტიური ახალგაზრდები გვყავს, დღემ საკმაოდ კარგად და წარმატებულად ჩაიარა“-ამბობს დავით უთმელიძე.