ხმაურით დახურულმა 109-ე ბაღმა ფუნქციონირება დირსის დასახლებაში განაახლა

როგორც საზოგადოებას ახსოვს, 18 აპრილს 109-ე ბაღი საკმაოდ ხმაურიანად დაიხურა. ბაღი სამხარაულის ექსპერტიზის საფუძველზე დაიკეტა, დღეს კი ფუნქციონირება დირსის დასახლებაში გააგრძელა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 3 სართული იქირავა. როგორც სააგენტოს წარმომადგენლები და თავად მშობლებიც ამბობენ, ფართი კომფორტული და გარემონტებულია. სპეციალურად ბავშვებისთვის პატარა ზომის უნიტაზებიც დაემატა. სამივე სართულზე არის გათბობა, უსაფრთხოების ბადეები და კამერები.