ერევანში პროტესტის ტალღა იზრდება

დედაქალაქში პროტესტის ტალღა იზრდება. მომიტინგეებმა სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მიმავალი მაგისტრალი ჩაკეტეს. აქციის მონაწილეებს ასევე ჩაკეტილი აქვთ ერევნის სხვადასხვა ქუჩა.

სომხეთის ოპოზიცია აცხადებს, რომ პრემიერმინისტრობის სახალხო კანდიდატს ოთხშაბათს აქციაზე დაასახელებს. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მათ მიერ შერჩეულ კანდიდატს ქვეყნის პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს.

აქციები ერევანში მას მერე განახლდა, რაც პრეზიდენტმა ოპოზიციასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a1/