,,1 მილიონი ხმა”-20 პოლიტიკური პარტიის ეგიდით მიმდინარე კამპანია

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ.

შეხვედრის ძირითადი საკითხი საკონსტიტუციო ცვლილება, კერძოდ  პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხი იყო.

20 პოლიტიკური პარტიის ეგიდით მიმდინარეობს კამპანია ,,1 მილიონი ხმა”.

აღნიშნული მოთხოვნით უკვე დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება.

„ევროპული საქართველოს“ განცხადებით მათ უკვე შეგროვებული აქვთ 45 ათასი ხელმოწერა.

საკონსტიტუციო ცვლილებაზე განხილვები დაიწყო.