მიხეილ სარჯველაძე – როგორი იქნება შეურაცხყოფაზე დამოკიდებულება, ამ ემოციურ ნაწილში ვერაფერ დასაძრახს და ისეთს ვერ ვხედავ, რომ უარყოფითი დასკვნების გაკეთების საფუძველი იყოს

თუ როგორი იქნება შეურაცხყოფასთან დაკავშირებით დამოკიდებულება, ამ ემოციურ ნაწილში ვერაფერ დასაძრახს და ისეთს ვერ ვხედავ, რომ უარყოფითი დასკვნების გაკეთების საფუძველი იყოს, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ბერა ივანიშვილის გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის მიყენებულ შეურაცხყოფაზე საკუთარი რეაქციისა და რეაგირების შესახებ ყვებოდა.

„ნამდვილად არ მომისმენია აუდიოჩანაწერების ავთენტურობასთან დაკავშირებით დადასტურება. დიდი დასკვნების გაკეთების საფუძველი ნამდვილად არ არის. დაველოდოთ საგამოძიებო ორგანოების გადაწყვეტილებას და შემდეგ გაკეთდება შეფასებები. მე მგონია, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით არცერთი გარემოება, რომელიც სახეზე გვაქვს, რთულად შესაფასებელი არაა. არ მიყვარს მხოლოდ ერთი რომელიმე მტკიცებულებით მსჯელობა, უნდა დაველოდოთ ინფორმაციის სრულად თავმოყრას. ამ საკითხთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმ საკითხს, გამოძიება რა მიმართულებით და როგორ წარიმართება, ეს გამოძიების გადასაწყვეტი საკითხია. შემდეგ გამოჩნდება ხარვეზებზე შეგვეძლება საუბარი თუ პირიქით, სრულფასოვნად გამოკვლეულ საკითხზე. ამ წუთას ამ თემებზე საუბარი ნაადრევია. ამასთან, ვერ დაგეთანხმებით, რომ ავთენტურობასთან დაკავშირებით საკმარისი განმარტებები გაკეთდა, რამდენად ავთენტური იყო ჩანაწერი და ა.შ. თუ როგორი იქნება დამოკიდებულება შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, ამ ემოციურ ნაწილში ვერაფერ დასაძრახს და ისეთს ვერ ვხედავ, რომ უარყოფითი დასკვნების გაკეთების საფუძველი იყოს.

მგონია, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა შეფასებები, თითქოსდა, უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით აღიარება დადასტურდა. ეს არის სრულიად მცდარი. ამ შემთხვევაში, ხაზგასმითაა საუბარია არამართლსაწინააღმდეგო რეაქციაზე, რომელიც სრულიად ბუნებრივი შეიძლება იყოს, მიყენებულ შეურაცხყოფაზე. ნუ გააკეთებთ ნურავინ არასწორ დასკვნებსა და შეფასებებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.