ვიოლა ფონ კრამონი: სააკაშვილს აქვს არა კონსტრუქციული, არამედ მხოლოდ პროვოკაციული მიდგომა

ყოველ ჯერზე, როდესაც სააკაშვილი რამეს იტყვის, ქვეყანა უფრო ღრმა გაუგებრობაში ეფლობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში” დაწერა.

იგი თავის ტექსტში განმარტავს, თუ რატომ განაცხადა ევროპარლამენტში გამოსვლისას, რომ მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა სამომავლოდ უნდა შეწყვიტონ პოლიტიკური ჩარევა.

„ყოველ ჯერზე, როდესაც სააკაშვილი რამეს იტყვის, ქვეყანა უფრო ღრმა გაუგებრობაში ეფლობა. არა კონსტრუქციული, არამედ მხოლოდ პროვოკაციული მიდგომა. სწორედ ამიტომ ვახსენე ისინი ერთ წინადადებაში“, – დაწერა ვიოლა ფონ კრამონმა.