ირაკლი აბუსერიძე – როგორ შეუძლია ნებისმიერ გულშემატკივარს, ვეტერან „ბორჯღალოსანს“ შეეგუოს ქართული რაგბის ღირსების შელახვას, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, ქართულ რაგბს ვერ დაიმონებენ

დღეს, „ექსპო ჯორჯიაში” რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. როგორც ცნობილია, დღეს პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია სოსო ტყემალაძე.

როგორც ვეტერანი მორაგბე  და 30 დეკემბრის ყრილობის გამარჯვებული ირაკლი აბუსერიძე  აცხადებს, ის რაც დღეს ქართულ რაგბში ხდება, სამარცხვინოა.

„როდესაც ქართულ რაგბს ღირსება ელახება, როგორ შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, გულშემატკივარს, ვეტერან „ბორჯღალოსანს“ ამ ყველაფერს შეეგუოს. რაც დღეს ხდება სამარცხვინოა

ჩვენ დავიცავთ იმ ხმებს, რომელიც ძალადობით გადაიბირეს  და როგორც თვითონ დაგვიპირისპირდებიან, ისე დავუპირისპირდებით ჩვენც.

დღეს „ა ლიგის“  ბავშვები მოიყვანეს, წარმოუდგენელია. პირობითის გაცოცხლებით, ბავშვის ოპერაციის ფულის არ ჩარიცხვით განხორციელებული მუქარები, პირდაპირ ვიტყვი, რომ  ბათუ კევლიშვილი ეს უბრალოდ სამარცხვინოა. მე ჩემს თავზე პასუხს ვაგებ, მაგრამ რამე რომ მოხდეს იმ ბავშვბის მშობლებთან  პასუხისმგებელი ვინ არის?  ტყემალაძეს ასეთი მოსვლა თუ აწყობს, კი ბატონო, ვნახოთ როგორ გააგრძელებს მუშაობას.

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, ქართულ რაგბს ვერ დაიმონებენ. ის, რაც დღეს აქ ხდება სამარცხვინოა,“ – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი აბუსერიძე 30 დეკემბრის ყრილობის გამარჯვებულია, თუმცა მას საჯაროო რეესტრმა უფლებამოსილება შეუჩერა, მიზეზად კი  წესდების შეუსაბამობა დასახელდა.

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.