კვოტები თავიდან გადანაწილდება როგორც კომიტეტებში, ასევე მუდმივმოქმედ დელეგაციებში

საპარლამენტო უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატის წასვლამ და უმრავლესობის გარეთ ფრაქციებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების რაოდენობამ პარლამენტში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს თავიდან გადანაწილების აუცილებლობა გამოიწვია.

სწორედ ამ საკითხზე იმსჯელებს დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი. გიორგი კახიანის კომიტეტი კვოტებს თავიდან გადაანაწილებს როგორც კომიტეტებში, ასევე მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში.