„ინიციატივას პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს“-არასამთავრობოები სესიაშვილის კანონპროექტზე

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის მიერ მომზადებულ კანონპროექტს “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გადავადებას ეხება უკვე მოჰყვა გამოხმაურება არასამტავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

სამოქალაქო საზოგადოება სესიაშვილის ინიციატივას, არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უმრავლესობის მიერ შემუშავებული პროექტი მომავალში არაერთ პრობლემას შექმნის. ერთ-ერთ მწვავე და მოსალოდნელ პრობლემად კი საზოგადოებაში უთანასწორო ვითარების შექმნა სახელდება. მათი განმარტებით, აღნიშნულ ინიციატივას პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს.

„ეს ინიციატივა არის დისკრიმინაციული იმიტომ რომ გამოყოფს გარკვეულ ჯგუფს რელიგიის ნიშნით და თუ ამას კანონის სახე მიეცემა ეს ჩაითვლება საკანონმდებლო დონეზე რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციად, რაც თავისთავად იქნება სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ სეგრეგეციის წამახალისებელი“-აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორი ქეთევან შუბაშვილი.

სესიაშვილის კანონპროექტზე ვრცლად იხ.

https://www.gmtv.ge/56167-2/