ყურადღება! ვაკეში მოძრაობა დროებით იზღუდება…

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:

ვაკის რაიონში, ზ. ფალიაშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის გამო, დღეიდან 5 დღის განმავლობაში შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა გეგეშიძის ბაღიდან (ფალიაშვილის ქუჩის #34) ბაზალეთის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სამუშაო, მათ შორის: საკომუნიკაციო ჭების მოწესრიგება, ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.