„ვიმედოვნებ, პარლამენტის წევრები მხარს დაუჭერენ თბილისის მერის ინიციატივას…“

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე, მიესალმება თბილისის მერის მედიით გაჟღერებილ საკანონმდებლო ინიციატივას უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებების შესახებ, რომელიც პასუხობს საქართველოს სახელმწიფოებრივ და ეროვნულ ინტერესებს და მოუწოდებს საქართველოს საკანონომდებლო ორგანოს მხარი დაუჭირონ კანონში შესატან მნიშვნელოვან ცვლილებებს.

-დღეს კანონში არსებული ხარვეზების აღმოიფხვრისათვის. საზოგადოებამ აუცილებელია იცოდეს უცხოელების მიერ საქართველოში ბინადრობის მიღების უფლებასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. დღეს არსებული კანონმდებლობით, საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის მოწმობის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეიძინოს 35 000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება.

აღნიშნული რეგულაციების მიხედვით, კანონის ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძენს საქართველოში 35 000 დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, ის ერთწლიანი ბინადრობის უფლებას იღებს, მაგრამ თუ ამ საკუთრებას გადასცემს სხვა უცხოელს, ისიც მოიპოვებს ბინადრობის მოწმობას ასევე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ არსებობს როგორც თეორიული ასევე პრაქტიკულ შესაძლებლობა ბინადრობის მოპოვების მსურველებმა განხორციელონ ე.წ. კარუსელი ბინადრობის მიღების სურვილით, ხოლო ახალი ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, 35 000 დოლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად მოთხოვნილი იქნება 100 000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელმაც მიიღო ერთწლიანი ბინადრობის უფლება, გაასხვისებს ან გადასცემს სხვას თავის ქონებას, იგი დაკარგავს ბინადრობის უფლებას ანუ შეუძლებელი იქნება ერთი უძრავი ქონებით სხვადასხვა პირისთვის ბინადრობის უფლების მინიჭება, ამასთანავე ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლება დღეს მოქმედი წესით თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე განახორციელებს 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიციას, მას ენიჭება განუსაზღვრელი ვადით ბინადრობის უფლება, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა კი განსაზღვრავს, რომ 300 000 ლარი შეიცვალოს 300 000 აშშ დოლარით და მუდმივი ბინადრობის უფლება შეიცვალოს ხუთ წლიანი ბინადრობის უფლებით.აგრეთვე , საქართველოში ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე, ბინადრობის ნებართვა თავიდან შესაძლოა, მხოლოდ ხუთი წლის ვადით გაიცეს და არა მუდმივი ცხოვრების უფლებით.

ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები ერთსულოვნად მხარს დაუჭერენ საქართველოს სახელმწიფოებრივ და ეროვნულ ინტერესებიდან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივას-აცხადებს უფლებადამცველი.