ბენზინგასამართი სადგურის მფლობელმა კაშიას ამ მეთოდით გამოუცხადა მხარდაჭერა

საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტნის, გურამ კაშიას მხარდაჭერა გრძელდება.

მხარდაჭერას სპორტსმენს სოციალურ ქსელებში აქტიურად უცხადებენ.

ფოტო ხაშურთან მდებარე ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზეა გადაღებული. ბენზინგასამართი სადგურის მფლობელმა ვლადიმერ ქალიაშვილმა კაშიას ამ მეთოდით გამოუცხადა მხარდაჭერა.