ერევანში მრავალათასიანი აქცია იმართება

ერევანის ცენტრში რესპუბლიკის მოედანზე ოპოზიციის მრავალათასიანი მიტინგი იმართება, რომელსაც საპროტესტო მოძრაობის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მანამდე დემონსტრანტებმა მსვლელობა საფრანგეთის მოედანზე და ერევნის ცენტრალურ ქუჩებში გამართეს. დღესვე ერევანში აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.

სომხეთი ახალ პრემიერმინისტრს პირველ მაისს აირჩევს. 105 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში პარტია „ელქ“-ს „ცარუკიანის ბლოკს“ და მოძრაობა „დაშნაკცუცუნს“ 47 ხმა აქვთ.

პრემიერმინისტრის ასარჩევად 53 ხმაა საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციას საკუთარი კანდიდატის ასარჩევად 6 ხმა აკლდება. ცნობილია, რომ მმართველ პარტიას პრემიერმინისტრობის კანდიდატი არ ეყოლება.

ერევანში საპროტესტო აქციების მეჩვიდმეტე დღეა. ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. ამას წინ 11-დღიანი საპროტესტო აქციები უძღოდა, რომელშიც დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის ხელისუფლებიდან წასვლას მოითხოვდნენ. სარგსიანის ნაცვლად პრემიერმინისტრის მოვალეობას დროებით ვიცეპრემიერი კარენ კარაპეტიანი ასრულებს.