აფხაზეთიდან გადმოსვენებული 4 მეომარი საჩხერეში სამხედრო პატივით დაკრძალეს

აფხაზეთის ომისას დაღუპული ოთხი მებრძოლი საჩხერეში, მშობლიურ სოფელ შომახეთში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

20 წლის ზაზა მაჭარაშვილი, 20 წლის ერმილე მაჭარაშვილი, 21 წლის მუხრან მაჭარაშვილი და 23 წლის გელა თურმანიძე სოხუმის დაცვისას დაიღუპნენ.

დაკრძალვის ხარჯები საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ უზრუნველყო.

აფხაზეთის ომში დაღუპულთა პირთა იდენტიფიცირება და ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ურთიერთთნამშრომლობით განხორციელდა.

სამებაში მათი სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 22 ადამიანის ნეშტი აფხაზეთიდან რამდენიმე დღის წინ გადმოასვენეს. ისინი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ.

საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 11 ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებების შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგული 148 ადამიანის ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია და ეს პროცესი გრძელდება.