“დიდი გამოცდილება მაქვს არა მარტო „ქართული ოცნების“ პერიოდში, არამედ მანამდეც…”

პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო შემცირდა. ახალ შემადგენლობაშია დავით საგანელიძეც.

დავით საგანელიძის განცხადებით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მან წასვლის საკითხი დააყენა, თუმცა ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს.

“პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა, პრემიერმა, პარტიის მომავალმა თავმჯდომარემ (ბიძინა ივანიშვილი), ასე ბრძანეს, რომ არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არის, იყო მოსაზრება რომ დიდი გამოცდილება მაქვს მართლაც პოლიტიკური ცხოვრების, არა მარტო „ქართული ოცნების“ პერიოდში არამედ მანამდეც, მოგეხსენებათ 16 წელი პარლამენტის წევრი ვიყავი და ეს წაადგება პარტიას. ამ შემთხვევაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა ხელისუფლების წევრები, მინისტრები პოლიტიკური ფიგურები არიან და ამ შემთხვევაში ფონდის ხელმძღვანელობა აბსოლუტურად არ არის ინტერესთა კონფლიქტი“- განაცხადა დავით საგანელიძემ.