ხმაურია კანცელარიასთან (ვიდეო)

კანცელარიასთან „ქართული მარშის“ დაკავებული წევრების მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მხარს უჭერენ ციხეში დაწყებულ შიმშილობას და თავადაც საშიმშლოდ სხდებიან.

პოლიციის ტანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს სკამების დადგმის საშუალება არ მისცეს, როგორც მათ განაცხადეს, ამ ყველაფერს კანონი კრძალავს.

კანცელარიის წინ შეკრებილები პროტესტის უკიდურეს ფორმას იწყებენ.