სომხეთში მატარებლების მოძრაობა გაჩერდა (ფოტო)

РИА «Новости» ავრცელებს ინფორმაციას, რომ სასომხეთში დროებით გაჩერებულია „სამხრეთ კავკასიის სარკინიგზო მაგისტრალი“. მატარებლების მოძრაობის გაჩერება ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ რკინიგზის გადაკეტვამ გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ 1 მაისს სომხეთის პარლამენტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნიკოლ ფაშინიანის პრემიერმინისტრობაზე უარი განაცხადა. ფაშინიანმა მომხრეებს მოუწოდა საყოველთაო გაფიცვა დაიწყონ, გადაკეტონ აეროპორტისკენ მიმავალი და სახელმწიფოთაშორისო გზები. ასევე დაბლოკონ მეტროპოლიტენი, სარკინიგზო მაგისტრალები და ქუჩები.