ქართულ ენაში დამკვიდრებული 14 სიტყვა, რომელიც ერთ დროს გვარი იყო

დროთა განმავლობაში, ყველა ენაში მკვიდრდება სიტყვები, რომელთაც უცხოური წარმომავლობა აქვს. გთავაზობთ ქართულ ენაში (და არამხოლოდ ქართულში) დამკვიდრებული რამდენიმე სიტყვის ისტორიას, რომლებიც უცხოელების გვარებს უკავშირდება.

1. შოვინიზმი – სიტყვა ნაპოლეონის ჯარისკაცის ნიკოლა შოვენის სახელიდან მოდის, რომელიც განსაკუთრებული შემართებით ემსახურებოდა იმპერატორს და საფრანგეთს და თავის პატრიოტიზმს და საფრანგეთის გამორჩეულობას გამოხატავდა პათეტიკური ხალხური ენით. აღსანიშნავია, რომ გვარი მომდინარეობს სიტყვიდან „მელოტი“ (сalvinus).

2. საქსოფონი – სასულე მუსიკალური საკრავი, რომელსაც სახელი მისი გამომგონებლის ბელგიელი ოსტატის, ადოლფ საქსის გამო უწოდეს. ის პარაბოლურიმილია, რომელსაც აქვს ნისკარტისებური მუნდშტუკი, და ცალფა ღერო. ინსტრუმენტს საქსოფონი გამომგონებლის მეგობარმა კომპოზიტორმა ჰექტორ ბერლიოზმა უწოდა სტატიაში, რომელიც გამოგონებას ეძღვნებოდა და სიტყვა უმალ პოპულარული გახდა.

3. ბოიკოტი – დაკავშირებულია ბრიტანელი ჩარლზ ბოიკოტის სახელთან, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, ირლანდიაში ერთ-ერთ მიწათმფლობელთან საქმის მწარმოებლად მუშაობდა. ერთხელ, მამულში დასაქმებულებმა გაფიცვა მოაწყვეს ისე, რომ ინგლისელი არაფრად ჩააგდეს. ბრიტანული პრესის წყალობით, რომელმაც ეს მოვლენები გააშუქა, პროტესტის ამ ფორმას ბოიკოტი ეწოდა.

4. ჯაკუზი – ჯაკუზი გამოიგონა იტალიელმა კანდიდო იაკუციმ (Jacuzzi). „ჯაკუზი“ ამ იტალიური გვარის არასწორი „ამერიკული“ გამოთქმაა. მიუხედავად ამისა, ის მტკიცედ დამკვიდრდა მსოფლიოს ბევრ ენაში.

5. ოლივიე – მზარეული ლუსიენ ოლივიე ცნობლია როგორც შემქმნელი ცნობილი სალათის რეცეპტისა, რომელიც საიდუმლოდ დარჩა, რადგან ოლივიემ ის სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ გაასაჯაროვა.

6. შარლატანი – ლეგენდის თანახმად, სიტყვა შარლატანი ფრანგი ექიმის შარლ ლატენის სახელიდან მოდის. ის ფუჭ ოპერაციებს ატარებდა, ჰპირდებოდა რა პაციენტებს სრულ განკურნებას და ფულის მიღების შემდეგ, იმალებოდა. პაციენტების მდგომარეობა კი მხოლოდ მძიმდებოდა.

7. ივლისი და აგვისტო – ივლისი იულიუს კეისრის სახელს უკავშირდება. აგვისტოს კი ეს სახელი რომის იმპერატორის, ოქტავიანე ავგუსტუსის პატივსაცემად უწოდეს.

8. მეცენატი – ისტორიაში პირველ ცნობილ ქველმოქმედს გაიუს მეცენატუსი ექრვა. ის ჰორაციუსისა და სხვა ცნობილი პოეტების მეგობარი იყო.

9. სილუეტი – ეტიენ დე სილუეტი მე-18 საუკუნეში საფრანგეთის მინისტრი იყო და ფინანსებს აკონტოროლებდა. ის რეფორმის ჩატარებას შეეცადა თუმცა უშედეგოდ, რის გამოც გადადგომა მოუწია. ამის შემდეგ მან გართობის ახალი მეთოდი მოიგონა და კედელზე ადამიანის ჩრდილი დაჰქონდა. ეს იდეა ისე მოეწონატ მის სტუმრებს, რომ სილუეტს მთელ ევროპაში გაუთქვეს სახელი.

10. მანსარდა – სახურავის ეს კონსტრუქცია საცხოვრებელი და სამეურნეო მიზნებისათვის პირველად არქიტექტორმა ფრანსუა მანსარმა გამოიყენა. მას შემდეგ მკვეთად დამრეცი სახურავის ქვეშ სხვენის სათავსო სართულს მანსარდა უწოდეს.

11. პასკვილი – რომში ცხოვრობდა ერთი ენაკვიმატი მოქალაქე გვარად პასკვინო. მოსახლეობას ის ძალიან უყვარდა. ერთხელ, პასკვინოს სახლთან ახლოს დადგეს ქანდაკება, რომელსაც ხალხმა მისი სახელი უწოდა. ღამ-ღამობით რომაელები ამ ქანდაკებაზე აკრავდნენ პლაკატებს, რომლებშიც თავის მმართველებს დამცინავად მოიხსენებდნენ.

12. ბლუთუზი – (blue tooth – „ლურჯი კბილი“). შემქნელებმა ამ ტექნოლოგიას სახელი ვიკინგების მეფის ჰერალდ პირველის (Harald Blåtand) პატივსაცემად დაარქვეს, რომელმაც დანია და ნორვეგია გააერთიანა.

13. სენდვიჩი – გრაფი ჯონ მონტეგიუ სენდვიჩი ჯეიმს კუკის ექსპედიციას ამზადებდა და რადგან მას საჭმელზე ფიქრის დრო არ ჰქონდა, მოიგონა მარტივი და მოსახერხებელი სენდვიჩი.

14. ხულიგანი – ირლანდიური ოჯახის გვარი, რომელიც გასაკუთრებული შფოთიანობით გამოირჩეოდა. მათგან მთავარი იყო პატრიკ ხულიგანი, რომლის გვარიც მუდმივად ხვდებოდა პოლიციის ანგარიშებსა და საგაზეთო კრიმინალურ ქრონიკებში.