ჭყოიძე: რუსული პრესა მდგომარეობას ისე წარმოაჩენს, თითქოს ეს მთელ საქართველოს უნდა!

„ერეკლე მეორე“-ს საზოგადოების თავჯდომარე არჩილ ჭყოიძე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში იმ ორგანიზაციებზე საუბრობს, რომლებიც ცალსახად პრორუსულები არიან. მისი თქმით, ეს ორგანიზაციები საქართველოში რუსული ჯარის შემოსვლასა და რუსული პასპორტების აღებას ითხოვენ.

  არჩილ ჭყოიძე: „საქართველოში გამოჩნდა რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ ითხოვს რუსეთის ჯარის შემოყვანას, ეს არის ონიანის და კვარაცხელიას, 200-300 კაციანი ჯგუფი. ისინი ატარებენ სხვადასხვა რეგიონებში ღონისძიებებს.  ეს მდგომაროება საკმაოდ საშიშია. ასევე არის მეორე ჯგუფი, რომელიც გვთავაზობს რომ რუსული პენსიები უნდა ავიღოთ ყველამ და კიდევ ერთ-ერთი ჯგუფია, რომლებიც სააკაშვილის ფიტულებით დარბიან. ვითომ სააკაშვილს ებრძვიან, მაგრამ ამ დროს მას აპიარებენ.

კრემლში სხვადასხვა ძალაა და ბევრ მათგანს ცუდი მიზნები აქვს საქართველოსთან მიმართებაში. რუსულ პრესაში გამოქვეყნდა მასალები, სადაც ასახულია რომ ვითომ ქართველები საქართველოში რუსული ჯარის შემოსვლას ითხოვენ. ამას ისე წარმოაჩენენ, თითქოს ეს მთელ საქართველოს უნდა“.

წყარო: primetimenews.ge

კომენტარის დატოვება