ფარისებრი ჯირკვალი – მკითხველის კითხვებს პასუხობს ენდოკრინოლოგი

დაუსვით კითხვები ექიმს!

მკითხველის კითხვებს პასუხობს საუნივერსიტეტო კლინიკა „მედელიტის“ ენდოკრინოლოგ-რადიოლოგი ნანა ბიბილეიშვილი

-ექვსი თვის წინ გავიკეთე სისხლის ანალიზი ფარისებრ ჯირკვალზე გინეკოლოგის თხოვნით, მითხრა ყველაფერი ნორმაშიაო, თუმცა ენდოკრინოლოგს არ ვუნახივარ , შეიძლება თუ არა მარტო სისხლის ანალიზით გამოირიცხოს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია?

– სისხლში განსაზღვრული ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნორმალური რაოდენობა მიუთითებს ამ ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციაზე, თუმცა სტრუქტურის დასადგენად მიზანშეწონილია ულტრაბგერითი კვლევა-ექოსკოპია, რათა გამოირიცხოს ჯირკვალში წარმონაქმნების არსებობა, მაგალითად კვანძოვანი ჩიყვი. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია ეს არის კვლევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეთოდი მისი ზომებისა და იმ სტრუქტურული ცვლილებების გამოსავლენად, რომლებიც გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიის დროს- აუტოიმუნური დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეები. ეს არის მაღალ ინფორმაციული, სანდო, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო მეთოდი. მისი საშუალებით შეიძლება უმცირესი 1-2მმ დიამეტრის კეროვანი დაზიანებების ადრეული დიაგნოსტირება. იგი განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების დროული გამოვლენისთვის -მიკრო კარცინომების სტადიაზე , რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოსტოპერაციული რადიოთერაპიის თავიდან ასაცილებლად.

მაინტერესებს ჭარბთმიანობის დროს რომელ ჰორმონებზე კეთდება ანალიზი? სასქესო ჰორმონებს ვგულისხმობ. ფარისებრი ჯირკვალი წესრიგში მაქვს, ციკლიც არ მაქვს დარღვეული.. რამდენიმე თვის წინ ექიმის კონსულტაციით გავიკეთე ანალიზი ტესტოსტერონზე, 17-ჰიდროქსიპროგესტერონი?

– ანალიზი უნდა ჩატარდეს ტესტოსტერონზე, აუცილებელია გამოირიცხოს ინსულინრეზისტენტობა- C-პეპტიდი

– ვსვამ ეუთიროქს, მაინტერესებს ეუთიროქსი თუ იწვევს წონაში მომატებას და მკურნალობის დროს რეკომენდირებულია თუ არა დიეტა?

– ეუთიროქსის მიღება წონაში მატებას არ იწვევს, პირიქით შესაძლოა ხელი შეუწყოს წონაში კლებას. გააჩნია რას ვმკურნალობთ, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები განსაკუთრებულ დიეტას არ საჭიროებს, თუმცა წონაში მატება შეიძლება სხვა ენდოკრინული ფუნქციის დარღვევით შეიძლება იყოს გამოწვეული.

-ორი თვის წინ დამიდგინეს აუტოიმუნური ჰიპოთირეოზი და დამინიშნეს მკურნალობა L თიროქსინი 50მკგ, მაგრამ მკურნალობის დაწყება ვერ მოვახერხე. ახლა მინდა დავიწყო მკურნალობა და შეიძლება რომ ორი თვის წინ დანიშნული დოზით დავიწყო მკურნალობა?

-თუ ორი თვის წინ დაგიდგინდათ ჰოპოთირეოზი მკურნალობის დაწყება აუცილებელია დანიშნული დოზით და TSH-ის კონტროლი 1,5 თვის შემდეგ.

-3 წლის და 9 თვის ბავშვს გავუკეთე TSH-ის ანალიზი და 3.58 აქვს. ესაჭიროება თუ არა დამატებითი გამოკვლევები ან რაიმე მედიკამენტის მიღება?

-არ ესაჭიროება .

საუსაუნივერსიტეტო კლინიკა “მედელიტში” წამყვანი, ცნობილი და პროფესიონალ ენდოკრინოლოგთა გუნდი თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში! სრულყოფილი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა. შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის, სიმსუქნის, ფარისებრი ჯირკვლის და სხვა ენდოკრინული დაავადებების მკურნალობა!

კლინიკა „მედელიტში“ მოქმედებს შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა

მისამართი : შანხაის დასახლება, გოგი გეგეჭკორის ქ. 3 (შესასვლელი ალექსანდრე ყაზბეგის 34-დან) ტელ: 2 144 044