…ვფიქრობ, რომ სწორედ დღეს უნდა მეთქვა ეს…

ქეთი მიქაძე

დღეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობის ფონზე, შეიძლება ვიღაცამ თქვა-რა დროს ასეთი რაღეცეების წერააო, მაგრამ მიმაჩნია სწორედ დღეს არის საჭირო სიკეთის ტირაჟირება…

ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება ის, რაც საკმაოდ იშვიათობაა. მოკლედ, თავიდან დავიწყებ.

სიკეთის კეთებას ხმაური რომ არ უნდა, ეს ცნობილია, მაგრამ სიკეთეც არის და სიკეთეც-1 ბოთლი ზეთი და 1 კილო მაკარონი მიიტანო სადღაც და ფოტოებით ააჭრელო ფეისბუქი, უკვე მოდაშია, მაგრამ მე არ მომწონს, ამიტომაც უკვე ვერიდები ასეთ რამეებზე წერას, მაგრამ რაც ვნახე, არ შემეძლო თქვენთვის არ მომეყოლა, იმედია ქალბატონი ნანა არ გამინაწყენდება.

ნანა ხომასურიძე არასამთავრობო ორგანიზაციის „დიადი იმედების ათასწლეული“-ს ხელმძღვანელია, ის წლების მეორე არასამთავრობოთი-„კეთილი ადამიანები“ შეჭირვებულებსა და მოხუცებს პატრონობს, მის საკუთარ სახლში კი უპატრონო ძაღლები ჰყავს შეფარებული და დილა-საღამოს კრწანისში მათ დასაპურებლად დადის და ამას ყველაფერს აკეთებს უხმაუროდ.კრწანისშვე მასთან რამდენიმე მარტოხელა მოხუცი ცხოვრობს, რომლებსაც ისე ეფერება და უვლის, ვერავინ იფიქრებს, რომ ერთ დროს სრულიად უცნობი ადამიანები იყვნენ…

არა, ეს სხვა თემაა, დღეს არც იმ აქციებზე მოგიყვებით რასაც ნანა ხომასურიძე აკეთებს და არც იმ ოჯახებზე, რომელთა პრობლემებსაც აგვარებს, დღეს იმ, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის უცნაურობაზე მოგიყვებით რაც ჩემი თვალით ვნახე…

2 დღის წინ ერთად მივდიოდით მარჯანიშვილზე, არ  დარჩენილა ვინმე მოწყალების მთხოვნელი ნანასთან არ მისულიყო, შინაურულად არ მოეკითხა, ზოგი გასაჭირს უყვებოდა, ზოგი ახსენებდა რაღაც ისტორია, ერთმა კი-რომ გავთხოვდი, ჩემი ქმარი არ უნდა გაიცნოო-უთხრა…მეტრომბე 10 წუთის გზა 35 წუთში გავიარეთ, მერე კიდევ ერთი შეხვდა და ჩემი დაბადების დღ წელს რომ დაგავიწყდა და არ გადამიხადე, გაისად ხომ გადამიხდიო-უთხრა.

აი, ფოტოზე სწორედ ის კაცია, რომელსაც ნანა შეძლებისდაგვარად პატრონობს.

ვკითხე-ამდენს საიდან იცნობ, ან ასეთი შნაუროლი დამოკიდებულება საიდან გაქვსთქო, გაიიმა და უფ, წლებია რაც შემიძლია ვუკეთებო. ისიც გავიგე, რომ ახალ წელს უპოვარებთან ერთად ხვდება, რაც შეუძლია მიაქვს მათთვის და ცდილობს ახალი წლის სიხარულის შეტანას ამ ადამიანების რთულ ცხოვრებაში, ისიც გავიგე, რამდენიმე ოჯახს ბინის ქირას უხდის თურმე.

ნანამ – კარგი, ახლა, ეგ რა სალაპარაკოა, რა მოგიყვეო-მართლა უხერხულად მითხრა და მხოლოდ ეს მომიყვა:

-იცი, ასე წლებია გვაქვს ურთიერთობა, როცა შემეძლო, ხან ვაჭმევდი, ხან პრობლემებს ვუგვარებდი, ბეჭედიც გამიყიდია მათი ოპერაციის გამო, საჩუქრებსაც ვჩუქნიდი, დაბადების დღეს გადამიხდია და ახალ წელს მათთან ვხვდებოდი. დადგა ჩემს ცხოვრებაშ მომენტი, როცა ძალიან გამიჭრდა, იმდენი პრობლემა მქონდა, ბავშვებს პურსაც ვერ ვაჭმევდი...ერთ დღეს მოვიდა 2 მათგანი, პარკებით საჭმელი მომიტანეს და ცოტა ფული-შენ რომ გვეხმარებოდი, განა დაგვავიწყდაო-ეს იცი რა იყო ჩემთვის, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი იმ წუთში“

აი, ასეა, მადლი ქენიო და წინ დაგხვდებაო...კიდევ ბევრი ისტორია აქვს ნანას და ამ ადამიანებს, რომლებსაც იმედია გვიამბობს, რადგან სხვა თუ არაფერი, ადამიანებს სიკეთის უანგაროდ კეთების სურვილი გაუჩნდეთ.

რატომ გიამბეთ ეს დღეს? იმიტომ რომ დილიდან აგრესიამ წალეკა სოციალური ქსელი, გადმოვიდა ქუჩაში და ბობოქრობს ქვეყანაში! იქნებ ერთ ან ორ ადამიანს მაინც გაუღვიძოს ამ მონაყოლმა თბილი გრძნობა და „ამოღებული ხმალი ქარქაშში ჩააგოს“…