„არა ნარკოტიკს“ – მთავრობის ადმინისტრაციასთან კონტრაქცია გაიმართა

არასამთავრობო ორგანიზაციის ​„დაიცავი შენი უფლებების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე ​ნარკორეალიზატორების გამოვლენა და დასჯა მოითხოვეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პრემიერმინისტრსა და შს მინისტრს მხარდაჭერას უცხადებენ და სახელმწიფოს უფრო მკაცრი ნარკოპოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილები ამბობენ, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეების მოსაზრებებს არ ეთანხმებიან. მათთვის „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეების მოსაზრებები მიუღებელია.

მანამდე თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელიც კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდებოდა. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.