მამისა ჯაფარაშვილი უკვე მე-2 დღეა მშრალ შიმშილობაზეა

ხვალ ფოთის რაიონულ სასამართლოში 13:00 საათზე მამის ჯაფარაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. როგორც ადვოკატი ლექსო კობაიძე ამბობს, ხვალ გადაწყდება დარჩება პატიმრობაში თუ გათავისუფლდება მისი დაცვის ქვეშ მყოფი. ადვოკატი არ გამორიცხავს გირაოს მოთხოვნასაც.

თავად მამისა ჯაფარაშვილი უკვე მე-2 დღეა მშრალ შიმშილობაზეა, ის ოთის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.  მასთან სულ რამდენიმე ხნის წინ ექიმები მივიდნენ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, იპოთეკით დაზარალებულთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე 180-ე მუხლის მე-3 ქვეპუნქტით არის დაკავებული.