ფრანგი მეცნიერები ადასტურებენ, რომ ჰიტლერი 1945 წელს გარდაიცვალა

1946 წლის შემდეგ პირველად, ფრანგმა მეცნიერებმა ადოლფ ჰიტლერის კბილების ფრაგმნეტზე კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს ნაცისტური გერმანიის ფიურერის გარდაცვალების ზუსტი თარიღი.

მკვლევარებმა განაცხადეს, რომ 2017 წელს რუსეთის მხარისგან მიწოდებული ნაშთები, ნამდვილია. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ჰიტლერი 1945 წლის 30 აპრილს გარდაიცვალა. “ჰიტლერის სიკვდილის შესახებ ყველა კონსპირაციული თეორიის გაქარწყლება შეგვიძლია. ის არგენტინაში არ გაქცეულა და არც ანტარქტიდაზე იმყოფება,” – განაცხადა ექსპერტთა გუნდის ხელმძღვანელმა ფილიპ შარლემ.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ადრე მეცნიერებს უჭირდათ დაედგინათ დიქტატორის სიკვდილის ზუსტი მიზეზი. მისი თავის ქალის შემოწმების შემდეგ, მათ დაადასტურეს, რომ ადოლფ ჰიტლერი თავში ტყვიის მოხვედრით გარდაიცვალა.