“ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ დაემსგავსოს “ნაციონალურ მოძრაობას”

ივანე მაჭავარიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხზე “დამოუკიდებელი დეპუტატები” საუბრობენ. მათი თქმით, მინისტრმა თავი აარიდა კრიტიკულ შეკითხვებს, მათ შორის კითხვებს, რომლებიც კორუფციულ გარიგებებს და დღგ-ს ე.წ. სკანდალს უკავშირდებოდა.

“ნაციონალური მოძრაობის” დროს იყო ხელშეუხებელი მინისტრების მოსვლა პარლამენტში და ეს ხელისუფლება სამწუხაროდ ყველაფერს აკეთებს, რომ მაქსიმალურად დაემსგავსოს “ნაციონალურ მოძრაობას”. ეს არის უკიდურესად სამწუხარო,” – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი კობა ნარჩემაშვილი.

დეპუტატების ნაწილის შეფასებით, ფინანსთა მინისტრმა თანამდებობა აუცილებლად უნდა დატოვოს. მათივე განცხადებით, საკანონმდებლო ორგანომ, რომლის მთავარი ფუნქციაც აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლია, საკუთარი ფუნქცია ვერ შეასრულა.