კლინიკაში გადაყვანილ მიხეილ სააკაშვილს ,,შუმოკი” მოუწყეს – შოთა თუთბერიძე

კლინიკაში გადაყვანილ მიხეილ სააკაშვილს ,,შუმოკი” მოუწყეს – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მსგავს შემთხვევებს სწორედ პენიტენციური სამსახური აორგანიზებს.

,,რაც შეეხება ე.წ. შუმოკს გავრცელდა კადრები, სადაც საავადმყოფოში ჩანს ნიშნები იმ ძალიან ცუდი ქმედებებისა, რაც იყო უკვე განხორციელებული გლდანის დაწესებულებაში ე.წ. შუმოკის ნიშნები მე ვფიქრობ, რომ პენიტენციური სამსახური არის ინფორმირებული ამ ფაქტის შესახებ და უნდა იზრუნოს დაუყონებლივ მოგვარებაზე ამ პრობლემის. იგივეს გამეორება ნამდვილად დაუშვებელია.

ბუნებრივია, ცხადი გახდება, რომ პენიტენციური სამსახური აორგანიზებს სწორედ მსგავს შემთხვევებს და ეს არ არის უბრალოდ შემთხვევითი პროტესტი უცნობი ადამიანების მიერ” – განაცხადა თუთბერიძემ.

ცნობისთვის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივა მედში” დღეს დილით გადაიყვანეს.