ბორჯღალოსნები vs ფრანგი ბარბაროსები – მოდი დინამოზე 31 მაისს!

ბორჯღალოსნებთან ერთად ავღნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის  იუბილე!

მოდი დინამოზე 31 მაისს !

 საქართველო  vs ფრანგი ბარბაროსები | დინამო არენა | 20:00

ზაფხულის საერთაშორისო ფანჯრის გახსნამდე ერთი კვირით ადრე, მილთონ ჰეიგის შეგირდები თბილისში ‘ფრანგი ბარბეროსების’ წინააღმდეგ ითამაშებენ. ‘თბილისის თასის’ შემდეგ, ანუ 2015 წლიდან, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი გუნდი ზაფხულში საკუთარი გულშემატკივრის წინაშე წარსდგება.

‘ფრანგი ბარბაროსები’ 2017 წლიდან ოფიციალურად იწოდებიან საფრანგეთის მეორე ნაკრებად და მის შემადგენლობაში ტოპ 14-ის კლუბების ვარსკვლავები თამაშობენ. შარშან ნოემბერში ამ გუნდმა ‘მაორი ოლ ბლექსს’ (ახალი ზელანდიის მეორე ეროვნული ნაკრები) უმასპინძლა და 19:15 დაამარცხა, არსებობის 38-წლიან ისტორიაში კი ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, არგენტინის, საფრანგეთის, უელსის, შოტლანდიის და მეორე დონის (T2) წარმომადგენელი ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ უთამაშია.

ჰეიგი ამბობს, რომ ფრანგი ვარსკვლავების, ბარბაროსული სტილის გუნდის წინააღმდეგ თამაში ბორჯღალოსნებს დიდ სარგებელს მოუტანს, განსაკუთრებით ოკეანეთის ტურნეს წინ. მეორეს მხრივ, რაგბის ქართველი ქომაგი საკუთარი თვალით, მოედანზე იხილავს მსოფლიო დონის ვარსკვლავებს:

„უძლიერესი გუნდი გვეწვევა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ფრანგი ვარსკვლავებით. დარწმუნებული ვარ ‘ფრანგი ბარბაროსების’ შემადგენლობაში მრავლად იქნებიან ისეთი მორაგბეები, რომელთაც ზურგს სანაკრებო გამოცდილება უმაგრებთ. იქნებიან ისეთებიც, რომლებსაც ‘ლე ბლემდე’ ნახევარი ნაბიჯი აშორებთ.

„ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მოთამაშეებისთვის. მათ საფრანგეთის საუკეთესო მორაგბეების წინააღმდეგ საკუთარი შესაძლებლობის ჩვენების შანსი ექნებათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩამოდის ცნობილი ფრანგი მორაგბეებით დაკომპლექტებული ‘ბარბაროსული’ სტილის ნაკრები, რომელიც ტოპ 14-ის სტილისგან განსხვავებულ რაგბის თამაშობს და აქცენტს აკეთებს ლაღ, მორბენალ რაგბზე, რაც დიდი გამოცდა იქნება საქართველოს ნაკრების დაცვისთვის.

“ფრანგი ბარბაროსების სტუმრობა იქნება დიდი ზეიმი ქართველი გულშემატკივრისთვის. ჩვენს სუპერ-ქომაგს ექნება შესაძლებლობა მოედანზე, საკუთარი თვალით იხილოს მსოფლიო რაგბის ვარსკვლავები, ფრანგული ხასიათით გაჟღენთილი რაგბი და ლამაზი სანახაობა“

„მნიშვნელოვანია, რომ ‘ფრანგ ბარბაროსებს’ ივნისის ტესტ-მატჩების გახსნამდე ვეთამაშებით, რაც მოგვცემს საშუალებას უკეთ მოვემზადოთ წყნარი ოკეანის კუნძულებისა და იაპონიის ტურნესთვის. ჩვენთვის, მწვრთნელებისთვის, არის შესაძლებლობა უფრო ადრე დავიწყოთ მზადება. როგორც წესი, „მსოფლიო რაგბის“ მე-9 დებულების თანახმად, ტესტ-მატჩების დაწყებამდე გარკვეული პერიოდით ადრე, გვაქვს შესაძლებლობა სამი დღით გამოვიძახოთ ნაკრების კანდიდატები. ამ 3-დღიან შეკრებას საქართველოში გავმართავთ და მის ბოლოს გვექნება თამაში ძალიან მაღალი დონის სანაკრებო გუნდთან“.