ბაკურ სვანიძე ხელისუფლებას: გვინდა რომ შემოგივარდეთ მოედანზე და გასწავლოთ კარგად თამაში!

   “მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში, პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანიამ დღეს ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის მაჟირიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად  ჟურნალისტი, პოეტი და ბლოგერი ბაკურ სვანიძე წარადგინა.

„მემარცხენე ალიანსმა“ ვაზისუბნის მოსახლეობას და ზოგადად საქართველოს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა, ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარვადგინეთ ცნობილი ჟურნალისტი, პოეტი და ბლოგერი, ბაკურ სვანიძე. ჩვენი არჩევანი გაკეთებულია იმ მოტივებით, რომ ეს პიროვნება იქნება ამომრჩევლისათვის და ზოგადად მოსახლეობისათვის იმ შემართებით, რა შემართებითაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ამ წლების მანძილზე. ბაკურ სვანიძე სწავლობდა თბილისის 25-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში, მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მას მიღებული აქვს პროფესიონალი ჟურნალისტის საერთაშორისო სერთიფიკატი, ცნობილი 2007 წლის მოვლენებისა და „იმედის“ გარშემო განვითარებული  მოვლენების შემდეგ ბაკურ სვანიძეს, როგორც პროფესიონალ ჟურნალისტს, მას მერე, რაც მან დააფიქსირა თავისი სამართლიანი სამოქალაქო პოზიცია, პრობლემები შეექმნა თავის პროფესიულ ცხოვრებაში, მან პროტესტის ნიშნად დატოვა დაკავებული თანამდებობა, ის იდევნებოდა წინა ხელისუფლების პერიოდში, მას უქმნიდნენ როგორც სამსახურეობრივი განვითარების მიმართულებით, ასევე  მიმართულებებით. მაგრამ 2012 წელს ამ ადამიანმა თავის თავში იპოვა ის სულიერი, მორალური ძალა, რომელმაც შეაძლებინა მას და შექმნა „ინფო 9“, მის დაფუძნებასა და მშენებლობაში უშუალოდ იღებდა მონაწილეობას. ეს პიროვნება იბრძოლებს როგორც თავისი, ასევე თქვენი, პირადი უფლებების დასაცავად. ასე რომ, თქვენი იმედი გვაქვს, ამომრჩევლის, რომ ასეთი კანდიდატი ვიხილოთ უკვე შემდგომში საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში.“ – განაცხადა პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანიამ.

„ჩემს სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ყურადღებას გავამახვილებ უფრო ზოგად მიმართულებებზე ვიდრე ლოკალურზე. წყლის, ასფალტის, სკვერის და ა.შ. პრობლემები, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, ყურადღებაა მისაქცევი, მაგრამ მე ვთვლი, რომ დღეს უფრო სერიოზულ თემებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ქვემოდან ზევით კი არ უნდა მოვაგვაროთ პრობლემები, არამედ ზევიდან ქვევით როდესაც მოწესრიგდება ყველაფერი, ყველა ლოკალური პრობლემაც ადვილად მოგვარდება.

მინდა კიდევ ერთი რამე ვთქვა, რომ დღეს მოდაშია იმაზე ლაპარაკი, მაგალითად რა უნდა მსახიობს, სპორცმენს ან ჟურნალისტს პარლამენტში. ის, რომ ჩვენ გვიჩნდება პარლამენტში შესვლის სურვილი, ისევე როგორც ცუდი საფეხბურთო მატჩის დროს გაგვჩენია ბევრს სურვილი, შევვარდეთ მოედანზე და უკეთ ვითამაშოთ, ეს ჩვენი ბრალი არ არის, თქვენი ბრალია, თქვენ თამაშობთ ძალიან ცუდად. მე არ ვლაპარაკობ იმ ადამიანებზე, ვინც ვერ მოხვდნენ პარლამენტში და ვერ ახორციელებენ თავიანთ მიზნებს ქართულ პოლიტიკაში. მე ვსაუბრობ პარლამენტში, მთავრობაში წარმოდგენილ პოლიტიკოსებზე. თქვენ თამაშობთ ძალიან ცუდად და გვიჩენთ სურვილს, რომ შემოგივარდეთ მოედანზე. თქვენ თუ კარგად ითამაშებთ, ჩვენ ეს სურვილი აღარ გაგვიჩნდება. ჩვენ გვინდა რომ შემოგივარდეთ მოედანზე და გასწავლოთ კარგად თამაში“ – განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდათმა ბაკურ სვანიძემ.

კომენტარის დატოვება