„საინფორმაციო მარილის მარშით“ ყველას დავანახოთ, რომ ნორმალური ადამიანები საქართველოში ჯერ კიდევ უმრავლესობაში არიან…“

სოსო მანჯავიძე

პოლიტიკოსი

-1930 წლის 12 აპრილიდან 5 მარტამდე მაჰათმა განდიმ 78 თანამოაზრესთან ერთად “მარილის მარში” მოაწყო,რომელიც ბრიტანეთის კოლონიური მმართველობის მიერ შემოღებული მარილის მონოპოლიის და მარილზე გადასახადის წინააღმდეგ იყო მიმართული.აქცია,რომელსაც ბრიტანეთმა განდის და მასთან ერთად 80.000 თანამებრძოლის დაპატიმრებითა და ტერორით უპასუხა,საყოველთაო არაძალადობრივ წინააღმდეგობაში გადაიზარდა.

ინდოელებმა შეწყვიტეს ბრიტანული საქონლის ყიდვა. კოლონიური მმართველობა წამგებიანი გახდა,რამაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა ინდოეთის განთავისუფლების პროცესზე.
ანალოგიური მოქმედებია გასატარებელი საინფორმაციო მონოპოლიის წინააღმდეგ,რომელიც თანამედროვე კოლონიალიზმის მთავარი საყრდენია.

პირველ რიგში,რუსთავი 2-ის ყურება უნდა გახდეს სამარცხვინო და ის უნდა გამოვრთოთ.
შემდეგ არ უნდა ვიყიდოთ იმ კომპანიების საქონელი და მომსახურება,რომლებსაც ამ ტელევიზიასი რეკლამა მიაქვთ.

მარტივი გასაგებია,რომ რუსთავი 2 და მისი კლონების საინფორმაციო მონოპოლია იგივეა ,რაც ბრიტანული მმართველობის მონოპოლია მარილზე,ხოლო მარილის გადასახადი არაფრით განსხვავდება იმ კომპანიების საქონლის და მომსახურებისაგან,რომლებიც ამ ტელევიზიების მეშვეობით გარეკლამებულ თავის პროდუქციას გვასყიდებენ მონოპოლიურ ფასებად.

და კიდევ-განდი და მისი მომხრეები დემონსტრაციულად იღებდნენ მარილს ყველასთვის მისაწვდომი საშუალებით,კერძოდ. აორთქლებდნენ ზღვის წყალს.

ეს,იოლი,ყველასთვის მისაწვდომი საშუალება დღეს სოციალური ქსელებია.

სწორედ სოციალურ ქსელებში უნდა მოხდეს ჯგუფების თვითორგანიზება და საინფორმაციო “მარილის მარში” უნდა მოვუწყოთ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეშილ კოლაბორაციონისტებს.
განსხვავება ისაა,რომ ამის გამო ვერც ტერორს მოაწყობს ვინმე და ვერც ვერავის დაიჭერენ.
შედეგად, რუსთავი2-ისა და მისი კლონების შენახვა ძალიან ძვირი გახდება, მათ ვეღარ დააფინანსებენ და ეს საინფორმაციო შხამების ფაბრიკები დაიკეტებიან.

ეს კი ქვეყანას ნორმალური განვითარების შანსს მისცემს.

ბიძგი ამ მოძრაობას ეკლესიამ უნდა მისცეს-ეს სავსებით ბუნებრივია მკვეთრად გამოხატული ანტიეკლესიური მიმართულების.გარყვნილებისა და მკრეხელობის პროპაგანდის ფონზე.

ყველამ უნდა იაქტიუროს და ერთმანეთს და მსოფლიოს უნდა დავანახოთ,რომ ნორმალური ადამიანები საქართველოში ჯერ კიდევ უმრავლესობაში არიან.