14:00 საათზე პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

დღეს, 31 მაისს,  14:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოცხადებულ განაჩენთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართება, სადაც პროკურატურა როგორც განაჩენზე, ისე საქმეზე უახლოეს პერიოდში დაგეგმილ შემდგომ სამართლებრივ ქმედებებზე ისაუბრებს.