შემომიერთდით ყველა! – სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია!

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოს ეზოში დაძაბულობაა.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცნობილია. სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის ბრალდებით დაკავებული  არასრულწლოვანი გაამართლა.

-მკვლელებო! – ისმის შეძახილები.

ზაზა სარალიძე საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ის აცხადებს, რომ იბრძოლებს ბოლომდე.