ქართველები ლონდონში აფხაზებს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

https://www.facebook.com/david.zhvania/videos/10204882785704930/

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საფეხბურთო ნაკრები ლონდონში ConIFA-ს (დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია) ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ჩავიდა.

ჩემპიონატში 16 გუნდი მონაწილეობს, თამაშები გუშინ, 31 მაისს დაიწყო და 9 ივნისს დასრულდება.

სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ჩანს, რომ ქართველი ქალები აფხაზებს ლონდონში დაუპირისპირდნენ. ქართველების გაღიზიანება აფხაზეთის ე.წ. დროშის აფრიალებამ გამოიწვია.