თალაკვაძე – გვარამიამ უბინძურეს პროვოკაციას მიმართა…

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ინფორმაცია „ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე უარყვეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ გვარამიამ უბინძურეს პროვოკაციას მიმართა.

თალაკვაძის თქმით, ტელეკომპანია ქართულ საზოგადოებას უხმობს არაარსებული საფრთხისგან „რუსთავი 2“ -ის დაცვისკენ.

პოლიტიკოსმა ნიკა გვარამიას მონათხრობს სრული აბსურდი უწოდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ორ წყაროზე, მათ შორის სახელისუფლებო წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ დღეს ღამით ტელეარხის ძალადობრივი აღება იგეგმება.