“უსუსური და თვითკმაყოფილი ახლანდელი და დემაგოგი და გაბოროტებული ყოფილი ხელისუფლება”
თეიმურაზ შაშიაშვილი
-ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების გზა
რაც დღეს საქართველოში ხდება,ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების გზა.მას ჰყავს ორი მთავარი შემოქმედი:
1უსუსური და თვითკმაყოფილი ხელისუფლება;
2.. დემაგოგი და გაბოროტებული ყოფილი ხელისუფლება;
თავიანთი საქმიანობით არც ერთია ქართული და არც მეორე, ორთავე გარედან მართულია – ერთი პატრონი ჰყავს ქვეყნის გარეთ, ორთავე იყენებს ხალხს, ორთავე ქუჩით მოვიდა და ორთავე კლავს აკადემიურ აზროვნებას, ქვეყანაში უვიცობა, ურწმუნობა, აგრესია და ემოცია მეფობს…სწორედ ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების გზა.
ვინც ვერ გრძნობს იმას, რომ არც სააკაშვილის,”ნა
სამოქალაქო დაპირისპირებას სააკაშვილისა და ივანიშვილის მომხრეები აღვივებენ,გარე ძალთა ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით. ქუჩაა ამ დაპირისპირების მთავარი არენა..
ჩემი აზრით,ორი რამ არის საჭირო სამოქალაქო არეულობის თავიდან აცილებისთვის:
1.სახელისუფლებო
2..ხალხის მიერ იმ პოლიტიკური ძალების დაგმობა,რომლები
ამავდროულად, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გადაწყვიტოს:
1.დააპატიმროს ისინი,ვინც რეალურად არის დაკავშირებული ამ საქმესთან;
2.გამოაცხადოს საგამოძიებო ჯგუფის ახალი შემადგენლობა,რო
3,დაითხოვონ ორგანოებიდან ისინი,ვინც იყო დღემდე დაკავშირებული გამოძიებასთან;(
4.შეუჩერდეს უფლებამოსილება ამ ეტაპზე იმ თანამდებობის პირებს,რომელთა შვილები მონაწილეობდნენ ამ საშინელ მკვლელობაში,მათ
5.გენერალურ პროკურორად დაინიშნოს ხალხის მაღალი ნდობით აღჭურვილი მაღალი რანგის სპეციალისტი;
6.პროკურატურისა
7.დაინიშნოს რეფერენდუმი ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით..
(ასეთ პრინციპულ საკითხებს უნდა წყვეტდეს ხალხი და არა მიტინგი..)
მხოლოდ ასეთი გზა დაასრულებს ქვეყანაში ქუჩის აქციებს,ქუჩის პილიტიზებას და ქუჩის პოლიტიკოსების პარპაშს და ჩამოაყალიბებს გონებასა და აზროვნებაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ კულტურას.
დღეს უპირველესია ხალხმა გაიმარჯვოს ქუჩის პოლიტიკოსებზე და თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო დაპირისპირება.
კიდევ ერთი, ჩემი აზრით, საგულისხმო და დამაფიქრებელი: ვიდრე ხალხი ქვეყანაში პოლიტიკურ ლიდერად თვლის პიროვნებას, რომელიც თავისუფლებად მიიჩნევს იმას, რომ მას ჰქონდეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, და იგივე პიროვნება ამავე უფლებას სხვას ართმევს – ეს კი წესად დაამკვიდრა „ნაცმოძრაობამ“ და ჩვენ ამას ვითმენთ, უნდა ვიცოდეთ, არც სიმშვიდე გვექნება და არც კარგი ცხოვრება.
ვიმეორებ ათასგზის ნათქვამს: ჩვენს ქვეყანას სისტემური ცვლილებების გარეშე, მომავალი არ აქვს. ამიტომ გვჭირდება რეფერენდუმი და ამიტომ გვჭირდება არა ქუჩით, ემოციით და აგრესიით საკითხების გადაწყვეტა, არამედ გონიერებით, დარბაისლურად, აკადემიურად, როგორც ეს ჩვენს დიდ წინაპრებს ჰქონდათ წესად. ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც ქუჩის ზეწოლის გარეშე, ხვდება, რა არის გასაკეთებელი და მოქმედებს ისე, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად, ადამიანებს ქუჩაში არ სჭირდებოდეთ გამოსვლა. ამიტომ არის საჭირო სისტემური ცვლილებები.