“კუპრავა არის მიშა 2, რომელიც იმართება დიდი მიშასგან!..”

ემზარ ქვარიანი

“მებრძოლ-პატრიოტთა კავშირი”

-ზაზა სარალიძე ნაციონალების ტყვეა! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ზვიად კუპრავა არის სააკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმის ზონდერი და ეს არის პატარა მიშა, რომელიც იმართება დიდი მიშასგან, ის რომ მთელი ერი უთანაგრძნობს ზაზა სარილეს და მის ოჯახს ამაში ეჭვი არავის შეეპაროს, და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტი ხალხი მივიდოდა, რომ არა ნაცების მზაკვრული გეგმა.

ზვიად კუპრავა 2011 წლის 26 მაისის მოვლენების დროს სისასტიკით გამოირჩეოდა, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევებში, მაშინაც დაიხოცა ადამიანები, ასე რომ, ზვიად კუპრავა არის ზონდერი, პატარა მიშა ორი და ვერასოდეს იქნება უფლება დამცველი.ეს კაცი ნამეტანი თავს გავიდა და პროვოცირებას აკეთებს,ხალხის დასაპისპირებლად, სინამდვილეში კი მისი და სააკაშვილის ნამდვილი გეგმა ხელისუფლების დამხობა და ხელში ჩაგდებაა, რაც ძალიან ძვირად დაუჯდებათ ეს ათ, და რათქმა უნდა ქართველ ხალხსაც, ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებ დროზე აღკვეთონ, პირსისხლიანი რეჟიმის მზაკვრული გეგმები.