“როგორც შევპირდით საზოგადოებას, მაქსიმალურად ფართო იქნება ეს კონსულტაციები”

-“ჩვენი მიზანია, მთავარი პროკურორის კანდიდატურა საზოგადოების მხრიდან​ მაქსიმალური ლეგიტიმაციის იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტსაბჭოზე მთავარი პროკურორობის კანდიდატებზე მსჯელობა არ ყოფილა.

„როგორც მოგახსენეთ, ხვალიდან იუსტიციის სამინისტრო დაიწყებს საზოგადოების მაქსიმლუარი ჩართულობით მომავალი მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობას. როგორც შევპირდით საზოგადოებას, მაქსიმალურად ფართო იქნება ეს კონსულტაციები. პრინციპებზე შევჯერდით მხოლოდ. რაც შეეხება კონკრეტულად კანდიდატურებს, ამის შესახებ პოლიტსაბჭოზე ჯერ არ ყოფილა საუბარი. მხოლოდ მაშინ იმსჯელებს პოლიტსაბჭო, როდესაც უკვე მთავრობის მიერ დამტკიცების შემდეგ, პარლამენტს გაეგზავნება კონკრეტული კანდიდატურა, ამის შემდეგ დადგება პოლიტსაბჭოზე ეს საკითხი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.