ლუკა ფეიქრიშვილი ახალ პარტიას, სახელწოდებით”საქართველოს შვილები” აყალიბებს

ორგანიზაცია „umbrella“-ს დამფუძნებელი ლუკა ფეიქრიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას ახალი პარტიის დაფუძნებას ამცნობს.

-„რადგან ნაცები მეორე ტურში იღებენ მონაწილეობას, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ისინი დამარცხდებიან გაყალბებით და თუ არ დაიწყებენ საპროტესტო აქციებს გაყალბების გასაპროტესტებლად და შევლენ პარლამენტში ხელფასების გასანაღდებლად,  ორგანიზაცია umbrella თავის მხარდამჭერებით დიდი ალბათობით გაემიჯნება „ნაციონალურ მოძრაობას“

ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ახალ პარტიას, რომელსაც ერქმევა სავარაუდოდ “საქართველოს შვილები” და ვიბრძოლებთ ყველა ფრონტზე.  ვფიქრობ ამის პოტენციალი ნამდვილად გაგვაჩნია.
საზოგადოების  მომავალი არ უნდა იყოს დამოკიდებული თვითგადარჩენაზე!!!“-აცხადებს ფეიქრიშვილი.

კომენტარის დატოვება